რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ცნობით, ცოცხალია უკრაინის 23 მოქალაქე, რომელიც დაღუპული გვეგონა – ომბუდსმენი

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, რუსულმა მხარემ მიაწოდათ ინფორმაცია, რომ უკრაინის 23 მოქალაქე, რომელიც დაღუპული ეგონათ, ცოცხალია. 

ლუბინეცი თურქეთში რუსეთის სახალხო დამცველს, ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა.

"მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან, ტატიანა მოსკალკოვასთან. განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რომლებიც, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას ეხება. 

უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ ცოცხლები არიან ჩვენი მოქალაქეები და გმირები, რომლებიც დაღუპულებად ითვლებოდნენ - 23 ჩვენი მოქალაქე. ეს უდიდესი პოზიტივია". - დაწერა მან. 

ლუბინეცის ინფორმაციით, დიდი შედეგისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა შეხვედრაზე ტექნიკური სამუშაოები დაიწყეს - მაგალითად, როგორიც არის სიების გაცვლა და ინფორმაციის მიწოდება. 

კომენტარები