გვენ სტეფანი

გვენ სტეფანიმ თქვა, რომ იაპონელია – მომღერლის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა

The Mirror

2000-იანი წლების დასაწყისში გვენ სტეფანი იაპონური კულტურის ექსპლუატაციაში არაერთხელ დაადანაშაულეს. მიზეზი ალბომ Love. Angel. Music. Baby.-ის მხარდამჭერ კონცერტებსა და ვიდეოკლიპებში იაპონელი ამერიკელებით დაკომპლექტებული საცეკვაო ჯგუფის Harajaku-ს დაქირავება გახდა.  

მომღერალმა გამოცემა Allure-თან ინტერვიუში მის შემოქმედებაში იაპონური კულტურის გავლენაზე ილაპარაკა.

"ჩემზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა იაპონურ კულტურას, რომელიც ტრადიციული და ამავდროულად ძალიან ფუტურისტულია. მამაჩემისგან ვიცოდი ისტორიები ტოკიოს ქუჩის არტისტების შესახებ, რომლებიც ელვისს ასახიერებდნენ ან ფერადი პარიკებით მღეროდნენ. როდესაც Harajaku-ს გამოსვლა საკუთარი თვალით ვნახე მივხვდი, რომ იაპონელი ვარ, ოღონდ აქამდე არ ვიცოდი. დიახ, იაპონელი ვარ". – ამბობს მომღერალი.

სტეფანი ინტერვიუს ავტორმა ჟურნალისტმა, ჯესა მარი კალაორმა გააკრიტიკა.

"იაპონელი არ ვარ, მაგრამ აზიელი ქალი ვარ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ჩემთვის არაერთხელ მოუყენებიათ შეურაცხყოფა წარმოშობის გამო. ბევრჯერ მიგრძვნია თავი უსაფრთხოდ ნიუ-იორკის მეტროში. ყველასი მშურს, ვისაც შეუძლია თქვას, რომ არის ამ ცოცხალი, შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი, მაგრამ მტკივნეულ და საშინელ გამოცდილებებზე საუბარს თავს არიდებს. ალბათ იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია". – წერს კალაორი.

სტეფანის განცხადებას სოციალურ ქსელში უკმაყოფილების ახალი ტალღა მოყვა. 

"თეთრი კულტურის წარმომადგენლები, როგორც ყოველთვის ისაკუთრებენ ექსპლუატაციას უწევენ სხვა კულტურებს. მათ წარმოდგენაში ეს დაფასებაა, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის დაფასება, ეს არის ქურდობა" – წერია ინტერვიუს კომენტარში.

წყარო: The Guardian

 

კომენტარები