ფეხბურთი

უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

Bein Sports

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

"მირჩევნია ახლა დავასრულო კარიერა, სანამ დაღმასვლა დამეწყება. გარდა ამისა, მეტი დრო უნდა გავატარო ჩემს ოჯახთან და ახლობლებთან". – ამბობს მეკარე.

36 წლის მეკარე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 145 შეხვედრა ჩაატარა. ჩატარებული მატჩების რაოდენობით არის საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი, ასევე 121-ჯერ იყო გუნდის კაპიტანი, რაც კიდევ ერთი რეკორდია. 2018 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი ვერცხლის მედლით დაასრულა. 

ლორისი საკლუბო კარიერას აგრძელებეს. ამ დროისთვის ის ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდის, ტოტენჰემის კარს იცავს.

მეკარეს პოსტით გამოემშვიდობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები.

"ჩვენი მცველი და კაპიტანი სანაკრებო კარიერას ასრულებს. 145 თამაში, 121 თამაში კაპიტნის სამკლაურით, 2018 წლის ჩემპიონი, 2021 წლის ერთა ლიგის გამარჯვებული. ლეგენდა. მადლობა ყველაფრისთვის უგო" – წერია პოსტში.

კომენტარები