რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთი ყირიმიდან გასაქცევად უკვე მზად არის

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ყირიმიდან გასაქცევად უკვე მზად არის

"როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, ეს არის ხროვა, რომელიც თავს ესხმის დიდი რაოდენობით. თუ მარტოა, შეიძლება დამარცხდეს. თუმცა ჩვენ მარტო არ ვართ და ხროვა ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ მოვიდა მონადირე, რომელსაც მათი დასუსტება შეუძლია. ამიტომ, ისინი ძალიან მალე გაიქცევიან ყირიმიდან". - ამბობს პოდოლიაკი. 

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს და შეძლებს ყირიმის გათავისუფლებას. მისი თქმით, ეს უკანასკნელი მხოლოდ დროის საკითხია. 

"რადგან, რუსეთი უკვე მზად არის გაქცევისთვის. უბრალოდ, ისინი ჯერ ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან არ გამოსულან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები". - თქვა პოდოლიაკმა. 

კომენტარები