ჯერემი რენერი

"მადლობა დედას, დას, ყველას" – რენერის პირველი ვიდეო რეანიმაციიდან

მსახიობი ჯერემი რენერი რეანიმაციიდან პირველ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში მსახიობს თავის მასაჟს უკეთებენ.

"ეს პირველი შხაპია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში მივიღე. მადლობა დედას, დას, ყველას გიხდით მადლობას სიყვარულისთვის". – ამბობს მსახიობი ვიდეოში.

ჯერემი რენერი 2 იანვარს თოვლის გაწმენდისას დაშავდა. მსახიობს საკუთარმა თოვლის საწმენდმა მანქანამ გადაურა. რენერი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს და მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარეს.

"ჯერემის ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ექიმსა და ექთანს, რომლებიც მასზე ამ წუთებში ზრუნავენ". – წერია განცხადებაში, რომელსაც მსახიობის წარმომადგენელი ავრცელებს.

51 წლის მსახიობი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული. პირველად ფილმ Hurt Locker-ში შესრულებული მთავარი როლისთვის და მეორედ The Town-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. რენერს კომიქსების მოყვარულები Marvel-ის ფილმებში შესრულებული კლინტ ბარტონის, იგივე ჰოკაის როლით იცნობენ.

კომენტარები