ჯერემი რენერი

ჯერემი რენერს ოპერაცია ჩაუტარდა, მსახიობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

BBC

მსახიობ ჯერემი რენერს, რომელიც 2 იანვარს თოვლის გაწმენდისას დაშავდა ოპერაცია ჩაუტარეს და რეანიმაციაში დააბრუნეს. რენერის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია. ექიმების თქმით ჰოკაის როლის შემსრულებელმა გულ-მკერდის არეში მიიღო ტრავმა.

"ჯერემის ოჯახს სურს მადლობა მოუხადოს ყველა იმ ექიმსა და ექთანს, რომლებიც მასზე ამ წუთებში ზრუნავენ". – წერია განცხადებაში, რომელსაც მსახიობის წარმომადგენელი ავრცელებს.

მსახიობი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. უბედური შემთხვევის ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"ვადასტურებთ რომ ჯერემი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. მან მიიღო ტრავმები თოვლის გაწმენდისას. ოჯახი მის გვერდით არის". – განაცხადა უბედური შემთხვევის შემდეგ მსახიობის წარმომადგენელმა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში.

51 წლის მსახიობი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული. პირველად ფილმ Hurt Locker-ში შესრულებული მთავარი როლისთვის და მეორედ The Town-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. რენერს კომიქსების მოყვარულები Marvel-ის ფილმებში შესრულებული კლინტ ბარტონის, იგივე ჰოკაის როლით იცნობენ.

კომენტარები