რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინი სულის მოთქმას ცდილობს" – ბაიდენი ცეცხლის შეწყვეტაზე

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, 36-საათიანი "ზავის" დადება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 10 თვის განმავლობაში ათასობით ადამიანის დაღუპვამ აიძულა. ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი ამ ნაბიჯით "სულის მოთქმას" ცდილობს.

"არ მსურს ვუპასუხო ყველაფერს, რასაც პუტინი ამბობს. საინტერესოდ მომეჩვენა, რომ ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერსა და ახალ წელს. მგონია, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს". – თქვა ბაიდენმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები