რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაზაფხულზე დიდ იერიშს ვგეგმავთ, ყველაზე ცხელი ბრძოლები მარტში იქნება – ბუდანოვი

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინა გაზაფხულზე დიდ იერიშს გეგმავს და ყველაზე "ცხელ" ბრძოლებს მარტში ელის. მან ამის შესახებ ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ამ დროისთვის მეტი ტერიტორიის გათავისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის ბოლო მარცხებს ვიხილავთ. ეს მთელ უკრაინაში მოხდება, ყირიმიდან დონბასამდე". – თქვა ბუდანოვმა. 

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ელიან, რომ მალე აშშ-სგან ბრედლის საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებენ.

"მათ ძალიან ველით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობებს". – თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინის მიზანია დაუბრუნდნენ 1991 წლის საზღვრებს, რომლებშიც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე გაგრძელდება და უფრო სიღრმისეულიც გახდება, მაგრამ, მისი თქმით, არ შეუძლია გააკეთოს კომენტარი, თუ ვინ იქნებიან ამ იერიშებზე პასუხისმგებლები, მანამ, სანამ ომი არ დასრულდება.

კომენტარები