რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ღამის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი უპილოტო დრონების შეტევების გახანგრძლივებული ტალღით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ - და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის - რომ ტერორისტების ეს მიზანი ისევე ჩავარდეს, როგორც ყველა სხვა." - თქვა პრეზიდენტმა. „ახლა ის დროა, როდესაც საჰაერო სივრცის დაცვაში ყველა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ჩართული."

რუსული თავდასხმები უკრაინაში ბოლო სამ დღეში გახშირდა. მოსკოვი ირანული დრონებით უკრაინულ ქალაქებსა და ელექტროსადგურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაკეევკაში რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე მიიტანეს იერიში. მათი ცნობით, დაიღუპა 400-მდე სამხედრო.

რუსული მხარის ინფორმაციით კი, დაღუპულთა რიცხვი სულ რაღაც 89 ჯარისკაცია.

კომენტარები