რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

31 დეკემბერს ჩულანოვკაში შეტევისას 500-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა – უკრაინა

უკრაინული მედიის ცნობით, გენერალური შტაბი 31 დეკემბერს ხერსონის ოლქის ქალაქ ჩულანოვკაში ოკუპანტებზე წარმატებული შეტევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.  

გენშტაბის ცნობით, ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკაზე უკრაინელი მებრძოლების შეტევის შედეგად ოკუპანტების დანაკარგი 500-მდე დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცია. 

გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 107 440-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. 

2 იანვარს უკრაინელებმა ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაშიც - რუსეთი დანაკარგს ადასტურებს, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 63 სამხედრო. "საფრთხის უგულებელყოფის" გამო რუსეთში მომხდარზე მთავარსარდლების დასჯას ითხოვენ

კომენტარები