რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: მაკეევკაზე იერიშის შედეგად, ჩვენი დაღუპულების რიცხვი 89-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
სტანისლავ კრასილნიკოვი/ТАСС

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამმართველოს მეთაურის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სევრიუკოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მაკეევკაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.

როგორც სევრიუკოვი ამბობს, შემთხვევის მიზეზი სამხედროების მიერ, აკრძალვის მიუხედავად, მობილური ტელეფონების გამოყენება იყო, რაც უკრაინელებს რუსი სამხედროების კოორდინატების გარკვევაში დაეხმარა.

აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინელების მიერ HIMARS-ებით მიტანილ იერიშს 63 სამხედრო ემსხვერპლა. ვრიუკოვმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი 89-მდე ნანგრევების დათვალიერების შემდეგ გაიზარდა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის არის ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაკეევკაში რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე იერიში 1-ელ იანვარს მიიტანეს. მათი ცნობით, დაიღუპა 400-მდე სამხედრო.

კომენტარები