ბენედიქტე XVI

მსოფლიო პატრიარქი პაპი ბენედიქტეს ცხონებისთვის ლოცულობს

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში, პატრიარქი ბართლომეოსი გამოხატავს დიდ მწუხარებას პაპი ფრანცისკეს მიმართ "წმიდა პეტრეს ტახტზე მისი პირდაპირი წინამორბედის" გარდაცვალების გამო და რომის ეკლესიას "და ეკლესიად" მოიხსენიებს. 

წერილი მთავრდება პატრაირქი ბართლომეოსის ლოცვით, პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტის სულის ცხონებისთვის.

"კვლავაც, ვიხსენებთ რა თბილად ამ მნიშვნელოვან ფიგურას, ვლოცულობთ “ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი დასთრგუნე და ეშმაკი განაქარვე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე” მიანიჭე მის სულს საუკუნო განსვენება. 

მშვიდად განისვენოს! საუკუნო იყოს ხსენება მისი!"

მსოფლიო საპატრიარქოსგან განსხვავებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილში, მიუხედავად იმისა, რომ ორთავე პაპი - ცოცხალიცა და შესვენებულიც - მოიხსენიება "მის უწმიდესობად", არ გვხვდება ლოცვა მისი სულის ცხონებისათვის.

კომენტარები