რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა კიევში, სოლომენსკის რაიონში აფეთქებების შედეგად

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი ადამიანი დაშავდა კიევში, სოლომენსკის რაიონში ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

"ამ დროის ინფორმაციით, კიევში დაიღუპა მოხუცი კაცი და შვიდი ადამიანი დაშავდა სოლომენსკის რაიონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ერთი ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია". - წერს კლიჩკო ტელეგრამზე.

კიევი არ არის ერთადერთი ქალაქი უკრაინაში, რომელსაც რუსეთი უტევს. ოკუპანტების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმიც. მისი ცნობით, რუსეთი ნიკოლაევს ფრთოსანი რაკეტებით უტევდა.

სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო ოდესის ოლქში ელექტროენერგია შეზღუდეს, რათა დატვირთვა შემცირდეს. იგივე პრევენციული ზომები მიიღეს ხარკოვში, სუმიში, ჟიტომირსა და სხვა დასახლებებში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა სარაკეტო იერიშების შესახებ ინფორმაცია.

 "დამარცხებულები გააქტიურდნენ, მაგრამ არა უშავს, ისინი მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნით". – თქვა ერმაკმა.

კომენტარები