რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 7 კამიკაძე დრონი ჩამოაგდო

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, 30 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 7 კამიკაძე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ნამსხვრევებმა კიევის გოლოსეევსკის რაიონში შენობების ფანჯრები დააზიანა

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კიევისკენ 7 კამიკაძე დრონი დაიძრა, რომელთაგან 2 დედაქალაქის მისადგომებთან ჩამოაგდეს, 5 კი - კიევის თავზე". - თქვა კლიჩკომ. 

კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევსკის რაიონში შენობების დაზიანებისას არავინ დაშავებულა.  

მანამდე, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ თქვა, რომ კიევის საჰაერო სივრცეში თავდაცვის ძალებმა მტრის 5 თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ასევე, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ აღნიშნა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში უკრაინელებმა დრონები ჩამოაგდეს, თუმცა მას დრონების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. 

კომენტარები