ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა, განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენ შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს - მშვიდობის ქალაქი - არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ გაკადრებთ. მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ეს დღეს ყველაზე უკეთ ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც, ამ ახალ წელს, მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს.
თბილისის მერია
კალაძე: სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ვინმეს ჯინაზე იყო არჩეული
tbl.ge/685t
დაკოპირდა

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რომელიც თბილისის საკრებულოში წლიური მოხსენებით გამოდის.
ამავე თემაზე
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
- ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე
- ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება - მერია
- ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება - მერია
- თბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს




