რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

CNN

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა საჩუქრად გადასცა, როგორც მადლობის ნიშანი უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღისთვის.

დროშა ზელენსკიმ ბახმუტში ვიზიტისას მიიღო. 

"გუშინ როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა, ომის დროშა. დროშა იმათი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს უკრაინას, ევროპასა და მთელ მსოფლიოს. მათ მთხოვეს, რომ ეს დროშა გადმომეცა თქვენთვის, აშშ-ს კონგრესისთვის - წარმომადგენელთა პალატის წევრებისა და სენატორებისთვის. მათთვის, რომელთა გადაწყვეტილებებმაც შეიძლება გადაარჩინონ მილიონობით ადამიანი მსოფლიოში. ამიტომ, მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები. ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა სიმბოლოა ჩვენი გამარჯვების. ამ ომში მყარად ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანი ვართ - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი სამყარო". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს შობა მიულოცა და გამარჯვებული წელი უსურვა. 

"მხოლოდ კიდევ ერთი რამ. თუ შესაძლებელია, ვთქვა. დიდი მადლობა. ღმერთმა დაიცვას ჩვენი შესანიშნავი მეომრები და მოქალაქეები, ღმერთმა მუდამ დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები, ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებით აღსავსე, ახალი წელი, დიდება უკრაინას". - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ზელენსკიმ. 

სანაცვლოდ, პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ზელენსკის აშშ-ს დროშა აჩუქა. 

"ეს დროშა კაპიტოლიუმის შენობასთან დღეს ფრიალებდა, პრეზიდენტის ვიზიტის პატივსაცემად". - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. 

კომენტარები