რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა – უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა.  

ინფორმაცია თავდაპირველად ორმა უკრაინული მედიამ - უკრაინსკაია პრავდამ და უნიანმა FREEDOM-ის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით გაავრცელეს. მოგვიანებით, ზელენსკის ვიზიტი დაადასტურა პრესსპიკერმა, სერგეი ნიკოფოროვმაც. 

ნიკიფოროვის ინფორმაციით, ვოლოსიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა, მებრძოლებს შეხვდა და დააჯილდოვა. მისივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა.  

უკვე რამდენიმე თვეა, ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით ოკუპანტები ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ. ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან უკანდახევის შემდეგ ოკუპანტებმა ჯარის ნაწილი სწორედ ამ ტერიტორიაზე გადაანაწილეს. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ბახმუტი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. 

კომენტარები