არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სამშობლოში ჩასულ ფეხბურთელებს მილიონობით არგენტინელი ქუჩაში დახვდა, თუმცა საყოველთაო ზეიმს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ზეიმის დროს დაშავებული ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე კომაშია 5 წლის ბავშვი.
ბუენოს-აირესის ქუჩებში მიმდინარე სახალხო შეკრების დროს არაერთი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი გულშემატკივრის მცდელობა ფეხბურთელების ავტობუსში ხიდიდან ჩამხტარიყო მძიმე დაზიანებით დასრულდა. ინტერნეტში ინციდენტის ვიდეო ვრცელდება:
მოგვიანებით ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ავტობუსიდან ვერტმფრენში გადაიყვანეს. საზეიმოდ გამოსული გულშემატკივრები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით დაშალა.
ფეხბურთის სამყაროში მსგავსი შემთხვევები ახალი არ არის. 2018 წელს, როდესაც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პარიზში პოლიციას გულშემატკივრების წინააღმდეგ ასევე ძალის გამოყენება მოუწია.
წყარო: DailyMail