საქართველო-აშშ

აშშ-ს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, მინიმუმ, $132 025 000-ის გამოყოფას მოიცავს

2016 წლის 24 მაისი, Noble Partner 2016-ის სამხედრო წვრთნები, ვაზიანის ბაზა
AFP

აშშ-ს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს დასახმარებლად არანაკლებ $132 025 000-ის გამოყოფას მოიცავს. 

ბიუჯეტის პროექტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და ამ საკითხს ცალკე თავი ეთმობა.

პროექტის მიხედვით, იკრძალება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა იმ ქვეყნებისა და მთავრობების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას აწარმოებენ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია მოიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტს, რომ ასე მოქმედება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში იქნება და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტებს მიმართავს.

კომენტარები