ახალქალაქი

სქესობრივ კავშირზე უარის შემდეგ მოქალაქემ ქალს კართან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა – POG

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს მოქალაქეს, რომელმაც ახალქალაქში ქალს ალკოჰოლურ სასმელსა და ტკბილეულთან ერთად დაუტოვა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული "სახელგამტეხი ინფორმაციის" გავრცელების მუქარით დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.  

პროკურატურის ინფორმაციით, კაცი, რომელსაც ბრალი წარუდგინეს, ბრალდებულს ემუქრებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასთან სქესობრივი კავშირი არ ექნებოდა, მას სახელგამტეხ ინფორმაციას გაუვრცელებდა. უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს კაცმა ქალს სადარბაზოში, სახლის კართან სასმელთან და ტკბილეილთან ერთად პარკით ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. დაზარალებულმა პარკი გახსნა, რა დროსაც აფეთქება მოხდა და მისი სახლი დაზიანდა. 

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ბ" და "თ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება)  წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები