ყველამ ვიცით, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის ინიციატორი და ავტორი გახლავთ დეპუტატი მიქსერი. მიქსერმაც კი თავისივე შექმნილ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამ ტექსტში შევიდა ისეთი ცვლილებები კუბილიუსისა და კიდევ სხვა მსგავსი უპასუხისმგებლო დეპუტატების მხრიდან, რომ თავად მიქსერმა მხარი არ დაუჭირა თავისსავე ტექსტს. უპრეცედენტო ფაქტი შედგა. არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენთვის ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, მე ამ რეზოლუციას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, რადგან ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს – თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და გარდაცვლილი არაერთი ადამიანი ვიცით. თურმე ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ეს რეზოლუცია საქართველოში ევროპარლამენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს, გარდა იმისა, რომ სამწუხაროა, უბრალოდ, არავითარი ფასი და წონა არ აქვს ჩვენს თვალში.
საქართველო-ევროკავშირი
წულუკიანი რეზოლუციაზე: სახარხაროა, ევროპარლამენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს
tbl.ge/67qd
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




