რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციის სახით, ეს არის ევროპარლამენტის იდეისა და ღირებულებების კიდევ ერთი, მორიგი ჩავარდნა. ფასიანი ლობისტების ზემოქმედება და მცდელობა იკითხებოდა, რომ კიდევ და კიდევ ემსახურონ მწვალებელთა პარტიას [...] რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც, წარმოიდგინეთ, ამ რეზოლუციასა და მის წინამორბედ რეზოლუციებში დავით კეზერაშვილი, რომელიც წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია, პოლიტიკურ დევნილად არის მოხსენიებული.
tbl.ge/67q9
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. გუშინ, 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა




