მიხეილ სააკაშვილის კადრები

ბურჭულაძე სააკაშვილზე: კადრებში ვნახეთ, რომ ის ხალხის ტერორს აგრძელებს

ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა? იქ არ ირღვევა ქალებისა და პერსონალის უფლებები? ადამიანი, რომელიც ხელისუფლების გამოყენებით მოსახლეობას ატერორებდა, ახლაც იგივეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, არის ჩვეულებრივი ტერორი. აქ ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები?

ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას.

კომენტარები