მიხეილ სააკაშვილის კადრები

მელია: სააკაშვილის ჯანმრთელობა პირდაპირ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. უნდოდა მავანს, არ უნდოდა, რა დღეშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდეს, ეს რიტორიკული კითხვაა, მე ვფიქრობ რომ უნდოდა და რა თქმა უნდა, განზრახ ეს ნაბიჯები იდგმებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან... არის ღია კონტექსტი, არის დახურული კონტექსტი, ბევრი რამ გაცხადებულია მაგრამ მიზანი ჩანს ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი თავისი სახელით უნდა იყოს სახელდებული. ეს იყო ემოციური, მორალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ბევრი, ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი და წამება, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ბედის წამება იყო და ამ ბედთან თამაშობენ. 

TV პირველის ეთერში ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

კომენტარები