უკრაინა

უკრაინაში ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს ქონება ჩამოართვეს

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება, თანხები ჩამოართვეს და სახელმწიფო ხაზინას გადასცეს.

ანტიკორუფციული სასამართლოს ცნობით, კონფისკაცია შეეხო იანუკოვიჩის ყოფილ, მეჟიგორიეს რეზიდენციას, სუხოლუჩიეში მდებარე სასტუმრო-რესტორნის კომპლექსს, კიევში მდებარე ბინას, პარკინგის ადგილს, ანგარიშზე არსებულ  34 მილიონ გრივნასა და 84 900 დოლარს, საწარმოებში არსებულ წილებსა და კულტურული ძვირფასეულობის 537 ნიმუშს, რომელთა საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს უტოლდება.

ვიქტორ იანუკოვიჩზე კიევის სასამართლოს დაკავების ბრძანება აქვს გაცემული.

პრორუსი ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წლის ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა.

კომენტარები