რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა

ვიქტორ იანუკოვიჩი

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ ხარკოვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა და დაკავების ნებართვა გასცა.

ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

"ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის სასარგებლოდ - სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა. გენერალური პროკურატურის მონაწილეობით, კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლო 23 მაისს, 2022 წელს, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო ღალატის ჩადენის გარემოებებზე განუსაზღვრა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია რუსეთს და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში.

"მსგავსი ქმედებების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემოჭრა, მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია".- აღნიშნავს უწყება. 

ხარკოვის შეთანხმებები:

2010 წლის 21 აპრილს ხარკოვში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის მიხედვითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის ვადა სევასტოპოლში 2017 წლიდან 2042 წლამდე გაგრძელდა, 5 წლით გახანგრძლივების უფლებით "იაფი" გაზის სანაცვლოდ.

სახელმწიფო ღალატში ბრალი იანუკოვიჩს 2021 წლის 28 იანვარს წაუყენეს.  გამომძიებლების თქმით, ხელშეკრულებების ხელმოწერით მან ხელოვნურად შექმნა პირობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდისა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შელახვისთვის.

უკრაინული გამოძიების თანახმად, დოკუმენტების ხელმოწერამდე უკრაინისთვის გაზის ფასი ორჯერ იყო ხელოვნურად გაბერილი რუსეთის მიერ: 2008 წლის ბოლოსთვის 1000 კუბურ მეტრზე გაზის ფასი უკრაინაში 179,5 დოლარი იყო, ხოლო 2010 წლის ბოლოს ის იყო $352.33

გამოძიების თანახმად, რუსეთმა ჯერ ხელოვნურად შექმნა და დააგროვა უკრაინის ვალი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, შემდეგ კი მისი დაფარვის მიზნით, მათ შორის სავარაუდო შემცირებით, გაგზავნა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი ტერიტორიაზე. 

ექსპრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ხარკოვის ხელშეკრულებების შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა მათი შემცირებისა და გაყვანისთვის მომზადების ნაცვლად გაიზარდა.

კომენტარები