მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ვივამედის დირექტორი: რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი მზადაა, სასამართლოს დისტანციურად ჩაერთოს

იმედი LIVE 

კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

"მე რამდენადაც ვიცი, მზად არის, რომ ჩაერთოს”,- თქვა ჩხაიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, თავის მხრივ, სასამართლო მზადაა, ექსპრეზიდენტი დისტანციურად ჩართოს.

"მომზადებულია მონიტორები" - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები