Twitter

TWITTER-ის წესების ცვლილების გამო ელტონ ჯონმა პლატფორმა დატოვა

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა Twitter-ი დატოვა. მიზეზად მუსიკოსმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით წესების ბოლო ცვლილება დაასახელა

Twitter-მა გასულ თვეს შეაჩერა იმ ანგარიშების წინააღმდეგ მოქმედება, რომლებიც COVID-19-ის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ. 

"გადავწყვიტე Twitter-ი აღარ გამოვიყენო, რადგან წესების ბოლო ცვლილებით, პლატფორმა დეზინფორმაციას საშუალებას აძლევს შეუმოწმებლად გავრცელდეს". - თქვა ელტონ ჯონმა.

კომპანიის მფლობელი, ილონ მასკი იმედოვნებს, რომ მუსიკოსი პლატფორმაზე დაბრუნდება. 

"მე მიყვარს თქვენი მუსიკა. იმედია, დაბრუნდებით. არის თუ არა რაიმე კონკრეტული დეზინფორმაცია, რაც გაწუხებს?". - აღნიშნა ილონ მასკმა საპასუხოდ. 

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ზე კონტროლი ოქტომბერში მოიპოვა,  აღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. ასევე, გასულ კვირას, გამოკითხვის ჩატარების შემდეგ მასკმა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც აღადგინა.

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

მასკის გეგმების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია:  "ჩიტი გათავისუფლებულია" – როგორ შეცვლის ილონ მასკი TWITTER-ს?

კომენტარები