რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

Reuters: აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის $275-მილიონიანი პაკეტით დაეხმარება

HIMARS-ის სისტემა
Lockheed Martin

გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, რომლის ღირებულებაც $275 მილიონი იქნება და მასში შევა შესაძლებლობები, რომლებიც უკრაინას დრონების იერიშების მოგერიებასა და საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმარება. 

Reuters-ის ცნობით, დახამრება შესაძლოა პარასკევს გამოცხადდეს.

როგორც გამოცემა წერს, დახმარების პაკეტში შევა HIMARS-ის დამატებითი სარაკეტო სისტემები. 

Reuters-ის მიხედვით, დახმარების პაკეტის თანხები გამოყოფილი იქნება სპეციალური საპრეზიდენტო თანხებიდან - Presidential Drawdown Authority-დან (PDA), რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს შეიარაღება სხვა ქვეყნებს საკუთარი მარაგებიდან სწრაფად, კონგრესის თანხმობის გარეშე გაგზავნოს.

კომენტარები