რუსეთი

მოსკოვში სავაჭრო ცენტრში ხანძარია, დაიღუპა, მინიმუმ, ერთი ადამიანი

ხანძარი Мега Химки-ის სავაჭრო ცენტრში

მოსკოვში Мега Химки-ის სავაჭრო ცენტრში, სამშენებლო მასალების გერმანული კომპანია OBI-ის ჰიპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა. დადასტურებულია ერთი ადამიანის სიკვდილი.

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია 7 000 კვადრატულ მეტრზე. 

ცეცხლი OBI-დან სავაჭრო ცენტრის სხვა სექციებზე არ გადასულა, თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი 18 000 კვადრატულ მეტრს მოედო. ჰიპერმარკეტი თითქმის სრულად დაინგრა. 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი OBI-ის ჰიპერმარკეტში მიშენების სამუშაოების დროს გაჩნდა, როდესაც მუშები შედუღებაზე მუშაობდნენ. ხანძრის დროს აფეთქდა ბუნებრივი აირის ბალონები. ხანძრის გამომწვევ თავდაპირველ ვერსიად მოკლე ჩართვა სახელდებოდა.

კომენტარები