ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს

რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია... 

მინდა, საზოგადოებას განვუმარტო და ყველას, ვინც, შესაძლოა, უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის... პირველ რიგში, მე მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი და გულწრფელად მივუსამძიმრო ყველა უკრაინის ომში გარდაცვლილი [მებრძოლის] ოჯახის წევრებს. ეს არის ტრაგედია, ეს არის დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამაინი მიებარა მიწას.

ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას. 6 დეკემბერს კინზინგერმა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ სიტყვების გამო გააკრიტიკა.

კომენტარები