საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის ქართული ოცნება და ჩვენ, ხელისუფლება

რაც შეეხება ომში ჩართვას – ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რაღაც არ ითქმის. მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონო, არამედ ეს ომი და ფრონტი უნდა გადასულიყო საქართველოშიც. ამის გარდა ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია ქართული ოცნება და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები