რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქს "დრაკონის კბილებითა" და თხრილებით ამაგრებენ

კურსკის ოლქის გუბერნატორი (მარჯვნივ)

უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქს რუსეთი თავდაცვითი კონსტრუქციებით ამაგრებს.

როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მიერ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, ოლქში ტანკსაწინააღმდეგო, პირამიდის ფორმის ბეტონის წინაღობებს, ე.წ. დრაკონის კბილებს ათავსებენ და მიწათხრილებს აკეთებენ.

"ვაგრძელებთ კურსკის ოლქის საზღვრების გამაგრებას". – წერს კურსკის გუბერნატორი. 

6 დეკემბერს კურსკის გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

ამას გარდა, 6 დეკემბერს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ "თავდაცვის რაზმების" შექმნას იწყებდნენ, დაიწყეს ოლქში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაც. როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, ბელგოროდში სანგრებს ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილშიც თხრიდნენ, თუმცა ახლა დამონტაჟებული სისტემები უფრო რთული სახისაა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი პოზიციების მზადებით მოქალაქეებში პატრიოტული გრძნობების გაღვივება სურთ.

კომენტარები