რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, კურსკის გუბერნატორის თქმით, კურსკის აეროდრომზე დრონით იერიში მიიტანეს

კურსკის აეროდრომი

რუსეთში კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომში აფეთქება მოხდა.

კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატის იერიშმა გამოიწვია.

"უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, კურსკის აეროდრომის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის გენერატორს. დაშავებულები არ არიან. ხანძარს აქრობენ. ყველა სპეცსამსახური ადგილზე მუშაობს". – დაწერა კურსკის გუბერნატორმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

გასულ დღეს, 5 დეკემბერს რუსეთში მდებარე ორ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ ეს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგი იყო. დაადასტურეს სამი სამხედროს სიკვდილი და ოთხის დაშავება, ასევე ორი სტრატეგიული ბომბდამშენის დაზიანება.

5 დეკემბრის აფეთქებები სარატოვისა და რიაზანის აეროდრომებზე მოხდა. სარატოვის აეროდრომი ფრონტის ხაზიდან, დაახლოებით, 700 კმ.-ში მდებარეობს. რუსულ ბომბდამშენებს უკრაინაზე იერიშები ამ საჰაერო ბაზებიდან მიაქვთ.

კიევი იერიშებზე ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს.

კომენტარები