უკრაინის მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
მიხეილ სააკაშვილი
კასიანოვი: საქართველოს საგარეოში გამართულ შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხს პირადად დავაყენებ
tbl.ge/67ew
დაკოპირდა

თქვა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა
ანდრეი კასიანოვისაგარეო საქმეთა სამინისტრომიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაქართველო-უკრაინამიხეილ სააკაშვილი
ამავე თემაზე
- ხერხეულიძე: საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს
- ხოშტარია: ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი
- იასკო: მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი – საქართველო, შენ წამართვი სააკაშვილი
- აუშტრევიჩიუსი: ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ოპონენტის სიკვდილით დასჯა
- მელია: იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადავდოთ და სააკაშვილისთვის ყველაფერი ვიღონოთ