რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

5 დეკემბერს უკრაინამ რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტებიდან 60-ზე მეტი ჩამოაგდო

უკრაინამ 5 ოქტომბერს რუსეთის მიერ 70-ზე მეტი გასროლილი ფრთოსანი რაკეტიდან 60-ზე მეტი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს. 

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც მომხდარი დაადასტურა და მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო ძალებს. 

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

 

კომენტარები