რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ზელენსკი: ვითარება ბახმუტში ყველაზე ცხელია – იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს!

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ყველაზე ცხელი ვითარებაა. ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ყველა იქ მებრძოლი უდიდეს მადლიერებას იმსახურებს.

"შტაბის სხდომაზე მეთაურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით ვითარება გამაცნეს. ვითარება დონეცკის ოლქში – ბახმუტში, სოლედარში ახლაც, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელი და მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს. იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს!

[...] დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. დიდება ყველას, ვინც შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის! მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა! დიდება უკრაინას!" – თქვა ზელენსკიმ.

3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები