რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფარულავა: ბახმუტში დაჭრილია მეთაური, ქართველები უკრაინელებთან ერთად ალყაში არიან

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სადაც 5 ქართველი დაიღუპა, დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც.

"მზად ვართ, რომ შევუერთდეთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ დაღუპული ბიჭების გამოყვანის ოპერაციას. აუცილებლად გამოვიყვანთ. ძალიან რთული მდგომარეობაა ბახმუტში. [...] დაჭრილია მეთაური ზ.მ. დანარჩენი ბიჭები ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად არიან ალყაში და მიდის ბრძოლა ამ ბიჭების გამოსაყვანად. მათი, ვინც ცოცხლები არიან ჩარჩენილები და ასევე ჩვენი დაღუპული გმირების გამოსასვენებლად იმ ტერიტორიიდან". – თქვა ფარულავამ მთავარ არხთან საუბრისას.

3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები