რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მანამდე მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ უკრაინაში მყოფი სხვა ქართველებიც.

საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტში დაიღუპნენ.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები