რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა შვედეთიგან 338 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ "ზამთრის პაკეტს" მიიღებს

უკრაინა შვედეთიგან 338 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ "ზამთრის პაკეტს" მიიღებს, რომელიც, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემბსაც მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

როგორც პრემიერის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, შმიგალმა ზემოხსენებულ დახმარების პაკეტზე შვედეთის პრემიერმინისტრთან ისაუბრა. შმიგალის თქმით, დახმარების პაკეტი სტაბილურობისა და გამარჯვებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამასთან, შმიგალმა შვედ კოლეგასთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერაც განიხილა.

"შვედური ტრანსფორმატორები, გენერატორები და სხვა აღჭურვილობა უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენის პროცესს უკვე ეხმარება. ამისთვის მადლობელნი ვართ. ამავდროულად, რუსული ტერორისტული თავდასხმებისგან უკრაინის ცის დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება". - თქვა შმიგალმა.

გარდა ამისა, დენის შმიგალის ცნობით, შვედეთი შეურთდა უკრაინის პრეზიდენტის Grain-ის ინიციატივას და აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის შესაძენად 10 მილიონი ევრო გამოყო.

კომენტარები