მთავარი აზრი იყო ამ ყველაფრის, ეკლესიის წინააღმდეგ - აქაც კამპანია იყო და ეს წლებია გრძელდება, ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმის საშუალებად გამოიყენეს ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, სულ რომ არ მოგწონდეს მისი აზრი, ხო არ შეიძლება აზრის გამოხატვა იყოს მასზე თავდასხმის საფუძველი. ამას ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი და ლიბერალიზმის სახელით ფუთავენ აგრესიას, აი ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის და პატივს არ ცემენ იმ ინსტიტუტს, რომელსაც უდიდესი როლი აქვს შენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაში, განვითარებაში, განათლებაში და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი პრობლემა.
tbl.ge/678p
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რუსთავის ორის ეთერში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".
ამავე თემაზე
- პირს, რომელმაც მეუღლეზე იძალადა და დაამცირა, 6 წელი და 6 თვე მიესაჯა
- ბლაგვი საგნით მოკლა მამა, ცხედარი ეზოში დამარხა - შსს-მ შვილი დააკავა
- ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს
- თანასოფლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჯგუფური ძალადობისთვის გარდაბანში 2 პირი დააკავეს
- მეგობარს მანქანის შეძენაში დახმარებას დაპირდა და მისი $16 800 მიითვისა - დაკავებულია 1 პირი




