არავინ არაფერი არ აღიქვა, მათი ნარატივია ომი და ღიად, ბოლომდე ვერ ამბობენ, მაგრამ არ ემიჯნებიან და მხარს უჭერენ ირიბად და ხანდახან პირდაპირაც ომის მოწოდებებს და ჩვენი ნარატივი და მიზანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ასე შემდეგ. მშვიდობა არის მიზანი. სულ 500 კაცია ხოლმე ამ ე.წ. "ბაბლში", 500 კაცს ვამბობ აქტივიანად, რომელიც ცდილობს, შექმნას რაღაც "ბაბლი", რაღაც წრე პირთა Facebook-ში და დაამუნათონ, როგორ გაბედეთ სიტყვა მშვიდობის ხსენება. მშვიდობის ხსენება კი არა, მიზანია, რომელსაც მივაღწიეთ და დღესაც ვიბრძვით ამისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. ეს აღიზიანებთ და იმდენად აღიზიანებთ, რომ ვერ დამალეს და სიტყვამაც გააღიზიანა სლოგანში მოტანილმა. როგორც ეკლესიას ებრძვიან, როგორც ეკონომიკას ებრძვიან, ისევე ებრძვიან მშვიდობას.
tbl.ge/678o
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება.
ამავე თემაზე
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
- ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე




