დენიელ კრეიგის შემდეგ ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი შესაძლოა აარონ ტეილორ-ჯონსონი გახდეს. ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი The Sun ავრცელებს.
გამოცემა შიდა სამზარეულოში ჩახედული ანონიმური წყაროს ინფორმაციას ეყრდნობა. მისი თქმით ტეილორ-ჯონსონმა ქასთინგზე აღაფრთოვანა ბონდიანას პროდიუსერები ბარბარა ბროკოლი და მაიკლ ჯეი უილსონი. სხვა კანდიდატების სახელები ამ ეტაპზე უცნობია.
აგენტი 007-ის როლზე პოტენციურ კანდიდატებს შორის სხვადასხვა დროს განიხილებოდნენ იდრის ელბა, ტომ ჰარდი, ჯეიმს ნორტონი. მომდევნო, რიგით 26-ე ფილმის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ტეილორ-ჯონსონი მაყურებელმა ფილმით Kick Ass გაიცნო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Nowhere Boy, Nocturnal Animals, Bullet Train.