აშშ-საქართველო

აშშ-მა დადიანების სასახლის აღსადგენად $300 000 გამოყო

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, იწყება დადიანების სასახლის აღდგენა, რისთვისაც აშშ-მ $300 000 გამოყო. 

"დადიანების სასახლის აღდგენა იწყება!

სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები