კრიმინალი

"ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს" – ოხანაშვილი მონაზონზე ძალადობაზე

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებასა და საპატრიარქოს განცხადებაზე დასმული საპასუხოდ "მედიის წილ პასუხისმგებლობაზე" საუბრობს. 

"თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში და ა.შ. მე ვერ შევალ ამ მსჯელობაში. საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ეს მათი პოზიციაა. რაც შეეხება მედიას, საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს, უწყებებს - ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. თქვენც გაქვთ წესები..." - ამბობს ანრი ოხანაშვილი მედიასთან.  

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".  

შემთხვევა დედათა მონასტერში 26 ნოემბერს მოხდა. მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ უცნობებს მონაზონმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს. 70 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობს. საქმეზე შსს-მ  წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავა.  

კომენტარები