კრიმინალი

შსს-ს ცნობით, ცხრამუხის დედათა მონასტერში შეჭრილებმა 70 წლის პირი გააუპატიურეს

კადრი ვიდეოდან/მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალად 70 წლის პირის გაუპატიურება და ყაჩაღობა ედებათ. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს". - ვკითხულობთ განცხადებაშუ.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

შემთხვევა ცხრამუხის დედათა მონასტერში მოხდაინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტაბულა მომხდარზე საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა - დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით არ აქვთ. ტაბულა სურამისა და ხაშურის ეპარქიასთან დაკავშირებას ცდილობს - მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები