რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია უძლეველ ცენტრებში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად კიევს ერთ კვირას აძლევს

დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს უძლეველ ცენტრებში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთ კვირას აძლევს

"კიევი მტრის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება. რუსები გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას, რათა ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი გადახადონ. ყველა ჩვენგანის ამოცანა ხალხისთვის სტაბილურობის წერტილების შექმნაა.

რატომ გადავწყვიტეთ შემოწმების ჩატარება? იმიტომ, რომ ქალაქის ხელისუფლების ანგარიშები ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ხალხი ამბობს და მედია აქვეყნებს.

ამიტომ მაქვს წინადადება. ერთ კვირაში ქალაქის ხელისუფლება გამოასწორებს შეცდომებს და ჩვენ მერთან ერთად მივალთ შემოწმებაზე. ეს იქნება საუკეთესო დასტური იმისა, რომ არცერთი ჩვენგანი არ ცდილობს სიტუაციით სპეკულირებას". - წერს არახამია Telegram-ზე.

აქამდე, 26 ნოემბერს ზელენსკიმ უძლეველ ცენტრებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის გათბობით აღჭურვილ და წყლით უზრუნველყოფილ თავშესაფრებს გულისხმობს. ზელენსკის თქმით, ამგვარი ცენტრების მოწყობის პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა, თუმცა ყველა რეგიონში მისი გამართულად და ეფექტიანად მართვა არ ხდება. 

"უძლეველობის ცენტრები განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ, ვიცი, რომ სამწუხაროდ ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება თავის საქმეს კარგად არ ასრულებს. კერძოდ, კიევში ბევრი საჩივარია. მერიისგან უფრო ხარისხიან მუშაობას ველოდები. 

კიევში უძლეველობის ცენტრებთან მიმართებით არასერიოზული და დამამცირებელი დამოკიდებულება არავის ეპატიება, ისევე როგორც სხვადასხვა დონის ანგარიშში მონაცემის გაყალბება. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები