კატარი 2022

იაპონიის ნაკრების გულშემატკივრებმა მატჩის შემდეგ სტადიონი დაასუფთავეს

BBC

გერმანიის და იაპონიის მატჩის დასრულების შემდეგ, იაპონიის გულშემატკივრებმა სტადიონი დაასუფთავეს. 

იაპონელი გულშემატკივრები ასე ხშირად იქცევიან. სოციოლოგიის პროფესორის სკოტ ნორთის განმარტებით დასუფთავება მათი კულტურის ნაწილია.

"ფეხბურთის მატჩების შემდეგ ტრიბუნების დასუფთავება გასაკვირი ამბავი არ არის. ეს მათი კულტურისა და აღზრდის ნაწილია. ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში იაპონელებს საკუთარი საკლასო ოთახისა და სკოლის დერეფნების დასუფთავებას ასწავლიან". – ამბობს ნორთი.

იაპონიის ეროვნულმა ნაკრებმა ყველასთვის მოულოდნელად გერმანია ანგარიშით 2:1 დაამარცხა, არგენტინის წაგების შემდეგ ეს მატჩი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაციაა. 

 

კომენტარები