დაპირისპირება ენმ-ში

ვოლსკი: ხაბეიშვილი, როცა ეტყვი, დაწვება, მელია ეგეთი ადვილი დასამორჩილებელი არაა

ყოველგვარი ხუმრობის და სარკაზმის გარეშე ვამბობ, ის, რაც ახლა ხდება [ენმ-ში], ერთადერთი გზაა, ამას ალტერნატივა არ აქვს - ხაბეიშვილი როცა ეტყვი, გადადგება, როცა ეტყვი, დაწვება, როცა ეტყვი, კრივში ივარჯიშებს და სახტუნაოზე...

ეს თემაა დამორჩილებული ადამიანი და მის გარშემო ყველა... ერთი რამე არ დავივიწყოთ, რომ ფინანსური რესურსის დეფიციტი გაჩნდა ამ ჯგუფში - აი, შენ მედია, რომელიც გამოასწორებს შენს ამ გოიმობას, მოდი, ეს ტერმინი გამოვიყენოთ, აი, შენ მედია, აი შენ თანხა და აი, ხალხის რაოდენობა, რომელიც შენ გარშემო იქნება და გააკეთებს იმას, რასაც ეტყვი.

რატომ ამოარჩიეს ჯგუფი? იმიტომ, რომ დამორჩილებულია, მელია რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ყოველშემთხვევაში ეგრე ადვილი დასამორჩილებელი არ არის. ყველაფერზე წამსვლელი უნდა იყოს ადამიანი, რასაც ეტყვი, სათამაშო როა, ფრანგული ფილმი, რასაც ეუბნები, იმას აკეთებენ.

[ხაბეიშვილის შერჩევა] იყო ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი.

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი იმედის ეთერში, ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებასა და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებაზე.

კომენტარები