რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ განცხადებებს, 2016 წელი იყო და ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ შემცვლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებიდან შეიძლება ვინმესთან არ ვითანამშრომლო და მესამე, 2016 წლის მერე იყო იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. 2016 წლის მერე იყო დავით კეზერაშვილზე ევროპული რეზოლუციები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა სადაც მისი და მისი ოპოზიციური ტელევიზიის დევნის შესახებ და მე ყოველდღე ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე თავდასხმებს, მათ შორის, კეზერაშვილზე და ხაბეიშვილზე. მაშინ ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა იყო მოპარული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ჩემი განცხადება და ჩემი აზრი, ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
tbl.ge/66zk
დაკოპირდა
ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: წინა ხაზზე ვიბრძოლებ, შევუვარდები რეზინის ტყვიასაც, წყლის ჭავლსაც, გაზსაც
- ხობის და ცაგერის ენმ-ის ფრაქციები გაუქმდა – დეპუტატები პარტია ახალს შეუერთდნენ
- მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის ყოფილი წევრები მის პარტიას უერთდებიან
- ბოტკოველი: ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი – სიტყვის პატრონი
- კირკიტაძე: საქართველოს მოქალაქე შეარჩევს, ვინ უნდა იყოს ენმ-ის საპარლამენტო სიაში